Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო. ბრიუსელი, 2024 წლის 28 მაისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო. ბრიუსელი, 2024 წლის 28 მაისი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 28 მაისს გააფორმეს ათწლიანი, ორმხრივი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში.

ხელშეკრულება ითვალისწინებს სულ მცირე 977 მილიონ ევროს, რომელსაც ბელგია სამხედრო დახმარების სახით მიაწვდის უკრაინას მიმდინარე წელს, - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, ბელგია უკრაინას 2028 წლამდე მიაწვდის F-16 ტიპის 30 საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთაგან პირველი უკვე მიმდინარე წელს ჩავა უკრაინაში.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰადია ლაჰბიბმა მანამდე იმედი გამოთქვა, რომ მიწოდების პროცესი ამ წლის ბოლოს დაიწყება.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG