Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაელ როთი "აგენტების კანონის" მიღებაზე: არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება


გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს დროშით ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს დროშით ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მიღებას. გერმანელი პოლიტიკოსი წერს, რომ ეს არის სევდიანი დღე საქართველოსთვის და ევროპისთვის.

"მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, ვინც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ, როცა ისინი დაბლა ეშვებიან, ჩვენ მაღლა მივდივართ. არ დანებდეთ. არჩევნები მალე იქნება", - წერს მიხეილ როთი.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG