Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 30 მაისის საღამოს ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს.

უწყების ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG