Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ, იაპონია და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, რომ ამ ზაფხულს ჩაატარებენ სამმხრივ ერთობლივ სამხედრო წვრთნას - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 2 ივნისს, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სინ ვონ სიკმა შეხვედრა გამართეს სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტის პარალელურად.

მინისტრები "გამოვიდნენ პირობით, რომ კვლავ გააძლიერებენ სამმხრივ თანამშრომლობას მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულზე, ინდოეთ-წყნარ ოკეანესა და მათ მიღმა", - წერია განცხადებაში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG