Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი დანიის პრემიერზე თავდასხმას გმობენ


დანიის პრემიერს გუშინ თავს დაესხნენ
დანიის პრემიერს გუშინ თავს დაესხნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობენ.

პრემიერმა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.

„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, - წერს პრემიერი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ“.

დანიის მთავრობის მეთაურზე თავდასხმა დაგმეს ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა.

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, რომელიც 2019 წლიდან იკავებს ამ პოსტს, პარასკევს, 7 ივნისს თავს დაესხნენ.

მას დედაქალაქ კოპენჰაგენში, ერთ-ერთ ქუჩაზე დაესხა თავს უცნობი მამაკაცი. თავდამსხმელი მალე დააკავეს.

დანიის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა „შოკირებულია“ მომხდარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG