ევროპული ორგანიზაციები ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების სანქცირებისკენ მოუწოდებენ

21 ევროპული ფონდი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს საქართველოს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით
21 ევროპული ფონდი ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს საქართველოს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით

ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი ორგანიზაციები - ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, ანტი-დემოკრატიული „აგენტების კანონის“ მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.

7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს, მიემართებათ:

  • ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს,
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,
  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს,
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას,
  • ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის
  • ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განიხილონ მათ ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები - უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, - რათა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რომელიც 2020 წლის 7 დეკემბერს მიიღო ევროკავშირმა, ალიანსს აძლევს შესაძლებლობას, მიზანში ამოიღოს ინდივიდები, ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები - როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ფიგურებ, - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან მონაწილებდნენ, ან დაკავშირებულნი არიან მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

21 ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას კანონის „ყოველგვარი პირობის გარეშე“ გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • Article 19
  • Association for Democracy Assistance and Human Rights
  • Brot für die Welt
  • Club de Madrid
  • Danish Institute for Parties and Democracy
  • Democracy Reporting International
  • Eastern Partnership Civil Society Forum
  • Elbarlement
  • European Partnership for Democracy
  • Free Press Unlimited
  • Human Rights Without Frontiers
  • ILGA-Europe
  • International Federation for Human Rights – FIDH
  • International Partnership for Human Rights
  • International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN)
  • International Rehabilitation Council for Torture Victims
  • Netherlands Helsinki Committee
  • Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland
  • Protection International
  • The Netherlands Institute for Multiparty Democracy
  • Westminster Foundation for Democracy.

საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, - და სამი მოსმენით მიიღო.

უმრავლესობამ უკვე დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და, პროცედურის კვალდაკვალ, სამ ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.

​
XS
SM
MD
LG