Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ფსოუზე სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ

საქართველო-აფხაზეთის საზღვრის მონაკვეთი მდინარე ფსოუზე
საქართველო-აფხაზეთის საზღვრის მონაკვეთი მდინარე ფსოუზე

რუსეთი და დე-ფაქტო აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამავე დროს, სოხუმი მოელის, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" განუცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, რომელიც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

"ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხრიდან მდინარე ფსოუზე გამშვები პუნქტი ზაფხულში -ივლისი, აგვისტო, სექტემბერი - თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს", - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, გადაწყდა მდინარე ფსოუზე ძველი საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომლის რეკონსტრუქციაც ამჟამად მიმდინარეობს.

"ეს ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთის გაუმჯობესებას. მაგრამ დროთა განმავლობაში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობის ისეთ ისტორიამდე, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო. იქნება საზღვარი, მაგრამ გამშვები პუნქტი საბოლოოდ ზედმეტი გახდება", - ციტირებს "რია ნოვოსტი" ბჟანიას სიტყვებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG