Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. არჩევნების ჩატარებას გმობს და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები დაგმო.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც “არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG