Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს არჩევნებში წარუმატებლობის გამო

ალექსანდერ დე კროო ბელგიის პრემიერ-მინისტრი გახდა 2020 წლის 1 ოქტომბერს
ალექსანდერ დე კროო ბელგიის პრემიერ-მინისტრი გახდა 2020 წლის 1 ოქტომბერს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის პარლამენტის არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე და თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ამასთან, დე კროომ განაცხადა, რომ ლიბერალები ძლიერი არიან და დაბრუნებიან.

ბელგიის ფედერალურ პარლამენტს ჰოლანდიურენოვანი ფლანდრიის და ფრანგულენოვანი ვალონიის რეგიონებში ირჩევენ.

წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ კროოს პარტიამ ფლანდრიაში მიიღო ხმების მხოლოდ 5,5%. პირველ ადგილზე 17%-ით გავიდა მემარჯვენე პარტია „ახალი ფლანდრიული ალიანსი“, ხოლო მეორეზე 14%-ით - მემარჯვენე რადიკალური პარტია „ფლანდრიის ინტერესი“. ვალონიაში პირიქით, პოზიციები ლიბერალებმა გაიუმჯობესეს.

ალექსანდერ დე კროო, რომლის პარტიისთვის წარუმატებელი იყო ევროპარლამენტის არჩევნებიც, ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას ოფიციალურად დღეს, 10 ივნისს აცნობებს მეფე ფილიპს. დე კროო პრემიერის მოვალეობას შეასრულებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

ბელგიაში 9 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაიწყება რთული მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. 2019 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის შექმნას თითქმის 500 დღე დასჭირდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG