Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შემდეგ მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთმაც დააწესა

მოსკოვის ბირჟა(MOEX) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 2024 წლის 12 ივნისს დაამატეს.
მოსკოვის ბირჟა(MOEX) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 2024 წლის 12 ივნისს დაამატეს.

დიდმა ბრიტანეთმა, მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანქციები დააწესა მოსკოვის ბირჟის, ეროვნული საკლირინგო ცენტრისა და გაანგარიშების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ. ერთი დღით ადრე, მსგავსი სანქციები შეერთებულმა შტატებმა დააწესა.

შეზღუდვები დაწესდა იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ რუსეთის მთავრობის მიერ ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში სარგებლის მიღებაში.

სანქცირებულ პირებს შორის არიან მოსკოვის ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე იური დენისოვი, S8 კაპიტალის მფლობელი არმენ სარქისიანი და ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და სააქციო საზოგადოება „დანონ როსიას“ ხელმძღვანელი იაკუბ ზაქრიევი.

ჯამში, სანქცირებულთა სიას შვიდი ფიზიკური პირი და 35 კომპანია დაემატა.

12 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX). ამის გამო მოსკოვის ბირჟა იძულებული გახდა, 13 ივნისიდან შეეწყვიტა ამერიკული დოლარითა და ევროთი ვაჭრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG