საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად ჩეხეთის პოლიგონზე, პრაღიდან 250 კილომეტრში, ქალაქ ლიბავას მახლობლად, ერთი სამხედრო დაიღუპა და რვა დაშავდა, მათგან შვიდი ჯარისკაცია, იტყობინება ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს არ გაუვრცელებია 17 ივნისს პოლიგონზე მომხდარი აფეთქების მიზეზების დეტალები. საცდელ პოლიგონს არმია 1949 წლის შემდეგ იყენებს. სამინისტრო იტყობინება, რომ დაღუპულის და დაშავებულების ოჯახებს ინფორმაცია მიაწოდეს.
ჩეხური რადიოს თანახმად, პოლიგონს იყენებენ საცეცხლო, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადებისთვის. მიმდინარეობდა თუ არა ახლა სწავლება, არაა ცნობილი.
ფორუმი