Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - საბურთალოს ხაზი სრულად ვერ მუშაობს


დღეს დილით თბილისის მეტროში, ლიანდაგებში, მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე" მოხდა. მერიის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე" პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ინციდენტის გამო, მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები მოძრაობენ „სადგურის მოედნიდან" მხოლოდ „დელისამდე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG