Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას შეუტია - არიან დაშავებულები


საილუსტრაციო ფოტო: მეხანძრე, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ცეცხლი რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ინდუსტრიულ ობიექტში, კიევის რეგიონში. 2024 წლის 12 ივნისი.
საილუსტრაციო ფოტო: მეხანძრე, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ცეცხლი რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ინდუსტრიულ ობიექტში, კიევის რეგიონში. 2024 წლის 12 ივნისი.

22 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ კვლავ მასიურად შეუტია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს, არიან დაშავებულები.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება, ქვეყანაში განგაში იყო მთელი ღამის განმავლობაში. ეს ბოლო სამი თვეში ამ მასშტაბის მერვე შეტევა იყო. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა შეუტია ელექტროგადამცემ სისტემებს ზაპოროჟიეს და ლვოვის რაიონებში - დაზიანდა აღჭურვილობა.

ზაპოროჟიეში კი დაშავდა ორი ენერგოინჟინერი. დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა, სადაც გაჩნდა ხანძარი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურიც იტყობინება, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონი ასევე მოხვდა რუსეთის დაბომბვის ქვეშ, რის შედეგადაც, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე 20 კვადრატული მეტრი ფართობის ღრმული გაჩნდა, იყო ხანძარიც.

ივანო-ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკოვმა განმარტა, რომ ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი: ჩამსხვრეულია მინები. მისივე თქმით, დაბომბვას ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამ ღამით რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 13 თავდასხმის დრონი გაუსროლა. ჩამოაგდეს ყველა დრონი და თორმეტი რაკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG