Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან

24 ივნისის დილას ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულია, სულ ცოტა, სამი ადამიანი.

ოდესის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თანახმად, დაშავებულთა შორის ერთი 19 წლის ბიჭია, ორი კი შუახნის კაცი.

რუსული მედიის ცნობით, იერიში რაკეტების საწყობზე განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს არ გამოხმაურებია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესა რეგულარულად იბომბება. არიან დაღუპულები, დაშავებულები, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და კულტურული ძეგლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG