Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა


ძებნილი პირის დაკავების მცდელობისას ატეხილი სროლის შედეგად ბაქოში დაიღუპნენ სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი და ასევე სამოქალაქო პირი. მოკლულია მსროლელიც. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.

სროლა ქალაქის ხაზარის რაიონის დაბა შუველანში მოხდა. სავარაუდოდ, მსროლელი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული როვშან ალაჰვერდიევი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანამდე რამდენჯერმეა ნასამართლევი. დაკავების მცდელობისას, იგი ოჯახის წევრებს ამოეფარა და მათ ზურგს უკან გახსნა ცეცხლი. საპასუხო სროლის შედეგად ალაჰვერდიევი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელების სახელებს აქვეყნებს. სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG