Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს უნგრეთის განაცხადს, შეწყდეს სასამართლო პროცესი ჰოლოკოსტს გადარჩენილებისა და მემკვიდრეების სარჩელზე

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობა. 3 მაისი, 2020 წელი
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობა. 3 მაისი, 2020 წელი

24 ივნისს აშშ-ის უზენაესი სასამართლო დათანხმდა ხელმეორედ ჩაერიოს დავაში უნგრეთსა და ჰოლოკოსტს გადარჩენილთა შორის, რომლებსაც სურთ მიიღონ კომპენსაცია მეორე მსოფლიო ომის დროს მათთვის ჩამორთმეული ქონებისთვის.

შემოდგომაზე მოსამართლეები მოისმენენ არგუმენტებს უნგრეთის ბოლო განაცხადთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ, რომელზე სარჩელიც 14 წლის წინ შეიტანეს ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა - რომლებიც ახლა 90 წელს გადაცილებულნი არიან - და გადარჩენილთა მემკვიდრეებმა.

საკითხი მოცემულ შემთხვევაში ეხება იმას, არის თუ არა ამერიკული სასამართლო შესაბამისი ფორუმი ამ სარჩელის განხილვისთვის.

უცხო სუვერენული სახელმწიფოების იმუნიტეტის შესახებ კანონის თანახმად, სუვერენული ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, დაცული არიან საჩივრებისგან აშშ-ის სასამართლოებში. მაგრამ კანონი გამონაკლისს უშვებს სარჩელებისთვის, რომლებიც ეხება "საერთაშორისო სამართლის დარღვევით მიღებულ ქონებას".

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG