რუსეთში აშშ-ის ელჩმა - მას შემდეგ, რაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს - განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წუხს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა ნებისმიერ შემთხვევაზე, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა 24 ივნისს და დასძინა, რომ ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის - მათ შორის, ყირიმის - დაცვა.
კრემლმა 24 ივნისს პირდაპირ დაადანაშაულა აშშ მის მიერ მიწოდებული ATACMS რაკეტებით ყირიმზე თავდასხმაში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი და დაშავდა - 151. მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი, რომ ამას შურისძიება მოჰყვება. პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიორმა ჩარლი დიტცმა განაცხადა 24 ივნისს, რომ "უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს სამიზნეების შესახებ და ატარებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს."
ფორუმი