Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს უკრაინასა და მოლდოვასთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ  პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან ერთად. კიევი. 2023 წლის 21 ნოემბერი. ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკებას იწყებს ამ ქვეყნებთან.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან ერთად. კიევი. 2023 წლის 21 ნოემბერი. ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკებას იწყებს ამ ქვეყნებთან.

დღეს, 25 ივნისს, ევროპის კავშირი ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას იწყებს უკრაინასა და მოლდოვასთან.

მოლაპარაკება ლუქსემბურგში დაიწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად.

ევროპის კომისიამ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობები. ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლასაც და უმცირესობებზე ზრუნვასაც.

კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოლაპარაკების დაწყებას უწოდა სიცოცხლის დაზღვევა ორივე ქვეყნისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღსრულდება თავისი თანამემამულეების „ევროპული ოცნება“.

მოლაპარაკება წლების განმავალობაში გრძელდება ხოლმე. გაწევრიანების გარანტია არ არსებობს. უკრაინის შემთხვევაში, აუცილებელი წინაპირობაა რუსეთთან მშვიდობის დამყარება. ევროკავშირის ხელშეკრულების 42 პარაგრაფის მეშვიდე მუხლით, კიევს სხვა შემთხვევაში შეეძლება სამხედრო დახმარების მოთხოვნა, რაც ევროკავშირს ომის მონაწილე მხარედ გადააქცევს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG