Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ავტონომიის პრემიერ მუსტაფას შეხვდა რამალაში


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. პოდგორიცა. 4 მარტი, 2024 წელი. ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს და ისრაელის და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს ხვდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. პოდგორიცა. 4 მარტი, 2024 წელი. ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს და ისრაელის და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს ხვდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. ის 25 ივნისს შეხვდა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ მუჰამად მუსტაფას და მასთან ერთად განიხილა ავტონომიური ხელისუფლების სამომავლო როლი.

მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ომისშემდგომ წესრიგში ღაზის სექტორში.

საუბარი რამალაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ასევე შეეხო ხელისუფლების რეფორმირების ძალისხმევას.

24 ივნისს, საღამოს, ბერბოკმა მონაწილეობა მიიღო ისრაელში, თელ-ავივში, გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაში. კონფერენციაზე გამოსვლისას მან განმარტა, რომ თუ გვსურს, ავტონომიურმა ხელისუფლებამ რაღაც მომენტში შეასრულოს ლეგიტიმური მთავრობის როლი ღაზაში, მას უნდა შეეძლოს ამის უზრუნველყოფა - მათ შორის პოლიციის და უსაფრთხოების ძალების საშუალებით.

ბერბოკი თვლის, რომ არსებულ ვითარებაში კონტრპროდუქტიულია ჩამოყალიბებული სტრუქტურების განადგურება. მაგრამ ეს არის სწორედ ის, რასაც აკეთებს ისრაელის ახალი დასახლებების უკანონო გაფართოება პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ბერბოკს ასევე სურს 25 ივნისს შეხვდეს თავის კოლეგა ისრაელ კაცს. შემდეგ ის მიემგზავრება ლიბანში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG