Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინმა სახელმწიფო პოსტებიდან მოხსნა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები


თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლი შანფუს სიკვდილით დასჯა ემუქრება კორუფციის ბრალდებით.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლი შანფუს სიკვდილით დასჯა ემუქრება კორუფციის ბრალდებით.

სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ასამბლეის მუდმივმა კომიტეტმა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ თანამდებობიდან გადააყენა და ის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სახელმწიფო საბჭოდან გარიცხა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა“ იტყობინება.

მანამდე ორი მინისტრი სამუშაოს ჩამოაშორეს. ლი შანფუს ოფიციალურად ედებოდა ბრალი კორუფციაში, მათ შორის ქრთამის მიღებასა და მიცემაში. ის გარიცხულია მმართველი კომუნისტური პარტიიდან და მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ის ასევე გარიცხეს ცენტრალური სამხედრო საბჭოდან, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის ყველა შეიარაღებულ ძალას.

ცინ განის წინააღმდეგ ბრალდებები ოფიციალურად არ გავრცელებულა. შეერთებულ შტატებში ჩინეთის ყოფილი ელჩი 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, მაგრამ ექვს თვეში გაუჩინარდა საჯარო სფეროდან. ერთი თვის შემდეგ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საჯაროდ ის პირველად გამოჩნდა მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც გადადგა სრულიად ჩინეთის ასამბლეის დეპუტატის თანამდებობიდან. ამის შემდეგ კვლავაც არაფერია ცნობილი მისი ბედის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG