Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა 19 ბავშვს მისცა ღაზის დატოვების ნებართვა - პირველი სამედიცინო ევაკუაცია ბოლო ორ თვეში

პალესტინელი ქალი ავადმყოფ ბავშვთან ერთად ხან-იუნისის საავადმყოფოში. 24 ივნისი, 2024 წელი
პალესტინელი ქალი ავადმყოფ ბავშვთან ერთად ხან-იუნისის საავადმყოფოში. 24 ივნისი, 2024 წელი

ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 68 ადამიანს, მათ შორის 19 ავადმყოფ ან დაშავებულ ბავშვს და მათ თანმხლებ პირებს მისცა ნებართვა, დატოვონ ღაზის სექტორი და სამკურნალოდ ეგვიპტეში გაემგზავრონ.

ეს არის პირველი სამედიცინო ევაკუაცია მაისის შემდეგ, როცა ისრაელმა ამ ტერიტორიის ერთადერთი გამშვები პუნქტი დაიკავა.

ომმა, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მთლიანად გაანადგურა ღაზის სექტორის სამედიცინო სისტემა - საავადმყოფოები დაიხურა.

ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, ათასობით ადამიანს სჭირდება უცხოეთში მკურნალობა, მათ შორის ასობითაა ისეთი, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG