Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას ემსხვერპლა ხანდაზმული ქალი, არიან დაჭრილები

რუსეთის თავდასხმის შედეგად დამწვარი მანქანები უკრაინის ქალაქ ჩუგუევში. 2024 წლის 19 ივლისი
რუსეთის თავდასხმის შედეგად დამწვარი მანქანები უკრაინის ქალაქ ჩუგუევში. 2024 წლის 19 ივლისი

19 ივლისს, დილით, რუსეთის მხრიდან, მდინარე დნეპრიდან განხორციელებულ შეტევას ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა ხერსონის რეგიონის სოფელ ბილოზერკაში, - წერს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით.

ხარკოვის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, - ამბობს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი. რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია სუმის რეგიონიდანაც.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა სისტემებმა კურსკის და ბელგოროდის რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 19 დრონი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG