Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2024 წლის 3 ივლისი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ხარკოვში. 2024 წლის 3 ივლისი

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად.

ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს 24 ივლისს, გამთენიისას შეუტიეს, წინასწარი მონაცემებით, ეს-300 ტიპის რაკეტებით. ტერეხოვის თანახმად, დარტყმები იყო საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებზე. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია ყველაზე ხშირად უტევს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG