Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონური Nikkei-ს ვარდნამ 1987 წლის "შავი ორშაბათის" მაჩვენებელს გადააჭარბა


ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-ს ინდექსმა მასშტაბური ვარდნა განიცადა 2011 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.
ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-ს ინდექსმა მასშტაბური ვარდნა განიცადა 2011 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.

დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა.

მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება.

Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს.

დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის" მაჩვენებელზე მეტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG