Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰამასის ახალ ლიდერს გაანადგურებს


ისრაელის არმიის გენერალური შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიაზე იერუსალიმში. 6 მაისი, 2024 წელი
ისრაელის არმიის გენერალური შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიაზე იერუსალიმში. 6 მაისი, 2024 წელი

ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს იაჰიუ სინვარს - პალესტინელთა დაჯგუფება ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ახალ მეთაურს.

სინვარს მიიჩნევენ შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორად.

ამ თავდასხმას, რომელმაც 1200 ადამიანი იმსხვერპლა, მოჰყვა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ისრაელის საპასუხო ომი, რომელიც 11 თვეა გრძელდება და რომლის განმავლობაშიც 39 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის არმიის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ პირობა დადო, რომ „იპოვის მას [სინვარს], დაარტყამს“ და აიძულებს ჰამასს, ახალი მეთაური მოძებნოს.

7 აგვისტოს სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „სრულად გადაწყვეტილი“ აქვს, თავი დაიცვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG