Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, რუსეთში, კამჩატკის სანაპიროსთან 7.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის ხედი. 2006 წელი. აღმოსავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრში, 17 აგვიტოს შვიდბალიანი მიწისძვრა მოხდა
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის ხედი. 2006 წელი. აღმოსავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრში, 17 აგვიტოს შვიდბალიანი მიწისძვრა მოხდა

7-ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 17 აგვისტოს დილით ადრე, ადგილობრივი დროით, იტყობინება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.

აშშ-ის ხელისუფლებამ ცნობის საფუძველზე ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.

მიწისძვრა აღინუსხა დაახლოებით 50 კმ სიღრმეზე, კამჩატკის ნახევარკუნძულის მახლობლად დილის 7 საათის შემდეგ, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკსკის აღმოსავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG