მმართველმა პარტიამ თბილისში დელეგატებად დაასახელა პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი დეპუტატები და სპორტსმენები.
თბილისში დელეგატებად დასახელდნენ:
- დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი);
- მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი);
- ვაკე - ზუკა რურუა (წყალბურთის ნაკრების მწვრთნელი);
- საბურთალო - აკაკი ალადაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი);
- ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
- გლდანი - ლადო ბოჟაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
- ისანი - ნიკა ელისაშვილი (ისნის რაიონის გამგებელი);
- სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი).
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დელეგატები „ქართული ოცნების“ „გამსვლელ სიაში“ მოხვდებიან. მან 15 აგვისტოს საზოგადოებას წარუდგინა 22 დელეგატი, რომლებიც პარტიას რეგიონებში წარმოადგენენ.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
მაჟორიტარობის კანდიდატების მსგავსად, დელეგატები ოლქებში პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან.
მაჟორიტარებისგან განსხვავებით, მათი პარლამენტში მოხვედრა დამოკიდებულია არა მათ შედეგზე, არამედ პარტიის ნებაზე - ანუ იმაზე, მერამდენე იქნება პარტიულ სიაში - და გადალახავს თუ არა პარტია ბარიერს.
ფორუმი