Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გასცეს ნავალნის YouTube-არხის პროდიუსერის დაპატიმრების ორდერი


ფოტო არქივიდან: აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტელეეკრანზე, მოსკოვში მიმდინარე სასამართლოს სხდომიდან. 2021 წლის იანვარი
ფოტო არქივიდან: აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტელეეკრანზე, მოსკოვში მიმდინარე სასამართლოს სხდომიდან. 2021 წლის იანვარი

მოსკოვის სასამართლომ 23 აგვისტოს გასცა YouTube-ის არხის, Navalny LIVE-ის პროდიუსერის, ნინა ვოლოხონსკაიას დაპატიმრების ორდერი. ნინა ვოლოხონსკაია ამჟამად რუსეთში არ იმყოფება.

აგვისტოს შუა რიცხვებში ვოლოხონსკაია რუსეთის ძებნილთა სიაში შეიყვანეს - ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ბრალდების საფუძველზე.

აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები და პროექტები რუსეთში 2021 წლის ივნისში გამოაცხადეს ექსტრემისტულად და აკრძალეს.

დაპატიმრების და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ვოლოხონსკაიას ექვს წლამდე ემუქრება პატიმრობა.

კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი თებერვალში არქტიკაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ნავალნის მოკავშირეები და მხარდამჭერები მის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ადანაშაულებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG