Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსული მოიერიშე Су-25-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: თვითმფრინავი Су-25
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: თვითმფრინავი Су-25

უკრაინული ოპერატიულ-სტრატეგიული სამხედრო დაჯგუფება „ხორტიცა“ ავრცელებს ინფორმაციას კრამატორსკის მიმართულებით რუსული მოიერიშე თვითმფრინავის, Су-25-ის განადგურების შესახებ.

სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ პავლიუკი ვიდეოსაც აქვეყნებს. მისი განცხადებით, კადრში ჩანს უკრაინელი სამხედროების დარტყმის შედეგად Су-25-ის ვარდნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ომის პირობებში რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს მხარეთა განცხადებების გადამოწმებას ოპერატიულად.

მოიერიშე თვითმფრინავი Су-25 ემსახურება სახმელეთო ძალების მხარდაჭერას ბრძოლის ველზე სამიზნის პირდაპირი ხილვადობისას, აგრეთვე გამოიყენება მოძრავი და უძრავი სახმელეთო ობიექტების და დაბალი სიჩქარით მოძრავი საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG