Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკლა ჰამასის მეომარი, რომელიც ჩანდა 7 ოქტომბრის ვიდეოში


ქალაქ ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სკოლის შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. 10 აგვისტო, 2024 წელი
ქალაქ ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სკოლის შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. 10 აგვისტო, 2024 წელი

ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მოკლეს ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მეომარი, რომელიც ჩანდა ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის იერიშის დროს არის გადაღებული

ცნობით, კადრში ჩანდა, როგორც სვამდა ახლახან მოკლული ჰამასელი ბოთლიდან კოკა-კოლას ყუმბარით დაჭრილი ბავშვების წინ, რომელთა მამა მანამდე იქვე მოკლა აფეთქებამ.

3 სექტემბერს სამხედროებმა ამოიცნეს ეს მეომარი როგორც აჰმედ ფოზი უადია, ჰამასის კომანდოსების ბატალიონის მეთაური და პარაპლანისტების ქვედანაყოფის წევრი. სამხედროთა თანახმად, უადია პარაპლანით ჩაფრინდა ნეტი ხა-ასარის დასახლებაში და შემდეგ მოაწყო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

31 აგვისტოს, ისრაელის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს შენობების კომპლექსზე ღაზაში, სადაც ჰამასელები მოქმედებდნენ და მოკლეს რვა მეომარი, მათ შორის უადია.


2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში წამოიწყო ფართო მასშტაბის სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია. ამას მოჰყვა უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისი და დიდი მსხვერპლი სექტორში, სადაც, პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG