Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ: ისრაელი გააგრძელებს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს


ლიბანის ქალაქი ტირე ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 26 სექტემბერი, 2024 წელი
ლიბანის ქალაქი ტირე ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 26 სექტემბერი, 2024 წელი

ისრაელი გააგრძელებს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას მომდევნო დღეებში, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 27 სექტემბერს.

მანამდე ის ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაცია მხოლოდ გაართულებდა ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის სახლში დაბრუნებას.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე უარყო გლობალური მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტაზე ჰეზბოლასთან, რომელიც შედგება ორი, პოლიტიკური და სამხედრო ფრთისგან და რომელიც ლიბანის სამხრეთში შიიტური რეგიონების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთა ლიბანის პარლამენტშია წარმოდგენილი.


ისრაელმა ამის შემდეგ განაგრძო საჰაერო თავდასხმები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ლიბანში და რამაც გაამძაფრა რეგიონული ომის შიში.

27 სექტემბერს ისრაელის და ლიბანის სასაზღვრო ქალაქ შებააში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ცხრა წევრი, მათ შორის ოთხი ბავშვი, განუცხადა Reuters-ს ქალაქის მერმა მოჰამად სააბმა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათის, 22 სექტემბრის, შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჰეზბოლამ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები ისროლა კირიატ-ატასკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიასის მიმართულებით. მისი თქმით, ეს თავდასხმები იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.

ჰეზბოლას აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროპის ქვეყნების მიერ ტერორისტულად გამოცხადებულია მხოლოდ მისი სამხედრო ფრთა.

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG