„აირჩიე ევროპის“ ორი წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება. მათ ანტიკორუფციულ ბიუროში, კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ მიიჩნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
ფორუმი