Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიჭრა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად


არქივის ფოტო. ხარკოვი რუსეთის თავდასხმის შემდეგ
არქივის ფოტო. ხარკოვი რუსეთის თავდასხმის შემდეგ

რუსეთის ძალებმა 1 ოქტომბერს, დილით, შეტევა განახორციელეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე - ტელეგრამით იუწყება ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საზოგადოებრივი ავტოსადგომი.

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიჭრა ხარკოვიდან 15-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ დერგაჩიში, წერს ტელეგრამში ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი.

"გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანამშრომლების თანახმად, ხუთი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბიჭი დაიჭრა, მათ ასევე მკურნალობენ დერგაჩიზე მიტანილი თავდასხმის შედეგად გამოწვეული მწვავე სტრესის გამო", - აღნიშნავს სინეჰუბოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG