Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონის კვალი კიევის თავზე
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონის კვალი კიევის თავზე

რუსული დრონებით მორიგი თავდასხმის გამო 24 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ უკრაინის დედაქალაქ კიევში სამჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც საერთო ჯამში, თითქმის ექვს საათს გაგრძელდა.

საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან კიევზე 14 საჰაერო შეტევა იყო.

უკრაინული დრონებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გაანადგურეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავი ზღვის აკვატორიის თავზე - სამი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG