რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 28 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაშავდა სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვის შევჩენკოს, სალტოვის და ხოლოდნოგორის რაიონებზე და ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე.
ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ხარკოვის ხოლოდნოგორის რაიონში მდებარე 9-სართულიან სახლთან, რომლის სამი ბინა დანგრეულია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რუსეთს ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. როგორც წესი, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში სამიზნე მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.
ფორუმი