Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი და შსს-ს 10 მაღალჩინოსანი - ცნობილია იმ პირთა სია, რომლებსაც ბალტიის სახელმწიფოებმა სავიზო სანქცია დაუწესეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, რომლებსაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო.

ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:

ამ სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის: ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“, - ნათქვამი იყო 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლანდსბერგისის მიერ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლატვიისა და ლიეტუვის მსგავს სავიზო შეზღუდვას მისი ქვეყანა საქართველოდან 11 ადამიანს უწესებს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG