Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შევიდნენ


რუმინეთსა და ბულგარეთს შორის საზღვრის მოქმედების უკანასკნელი წუთები. 2025 წლის 1 იანვრიდან ორივე ქვეყანა გახდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის წევრი.
რუმინეთსა და ბულგარეთს შორის საზღვრის მოქმედების უკანასკნელი წუთები. 2025 წლის 1 იანვრიდან ორივე ქვეყანა გახდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის წევრი.

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. 1 იანვრიდან გაუქმდა შემოწმება ამ ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე.

ამგვარად, მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, აღარ დასჭირდებათ საბუთების წარდგენა.

ევროპის კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება თითქმის სამი კვირის წინ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ავსტრიამ მოხსნა შენგენის ზონის გაფართოებაზე თავისი ვეტო.

მარტში ორივე ქვეყანამ თქვა უარი აეროპორტებში კონტროლზე ხელშეკრულების წევრი სხვა 27 სახელმწიფოდან ბულგარეთში შესვლისას.

რუმინეთი და ბულგარეთი ევროპის კავშირს 2007 წელს შეუერთდნენ. 2010 წლისთვის მათ შეასრულეს შენგენის ზონაში შესვლისთვის საჭირო ყველა ტექნიკური კრიტერიუმი, მაგრამ არალეგალური მიგრაციის საფრთხის თაობაზე ავსტრიის წინააღმდეგობას წააწყდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG