Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქება კიევში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქება კიევში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 13 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 იანვრის საღამოს შვიდი საათიდან და გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 110 დრონით.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს 78 დრონი, კიდევ 31 კი ლოკალურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაზიანებულია საწარმოები, სახლები და კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქ სუმიში ხანძარი გამოიწვია რამდენიმე სახლსა და ბავშვთა გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG