Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო ტრამპის ინაუგურაციაზე


სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. 20 იანვარი, 2025 წელი
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. 20 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, საქართველოსა და "მამაც ქართველ ხალხს" წარმოადგენს და მადლობას იხდის "ამ შესაძლებლობისთვის". მათ შორის, იგი მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს.

"მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, ყველა მაღალი დონის კონტაქტის ხელშეწყობისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის!

სანამ თავისუფლებისმოყვარე საქართველოს სახელით ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას, ქართველები თავიანთი ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მსვლელობით გამოდიან. აშშ-ის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იმავეს?" - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG