Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია რუსული დრონებით შეტევამ


საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონების შეტევით გამოწვეული ხანძარი ხარკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსული დრონების შეტევით გამოწვეული ხანძარი ხარკოვში

სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მორიგი შეტევის გამო.

თავდასხმა 28 იანვარს, შუაღამის შემდეგ განხორციელდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით დაარტყეს ხარკოვის ნოვობავარის რაიონში მდებარე სამოქალაქო საწარმოს, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა ადგილობრივი დროით ღამის სამი საათისთვის შეძლეს.

დილის ექვსი საათის მონაცემებით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 80-ზე მეტი მაშველი და 20 ერთეული ტექნიკა.

უკრაინული მედიის ცნობით, ობიექტი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სავარაუდოდ, ხის გადამამუშავებელი საწარმოა. ცეცხლი მოედო გაზსადენსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG