9 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შევიდა და სტუდენტებს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტი თითქმის სამ თვეს გრძელდება.
სტუდენტების თანახმად, პოლიცია 9 მარტს ადმინისტრაციამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც მათ ტერიტორიის დატოვება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით სთხოვა.
სტუდენტებმა სანაცვლოდ ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს, თუმცა ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ მათ ზედმეტად პატარა ოთახი შესთავაზა, სადაც ჩასვლაზე უარი თქვეს.
ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ პროტესტის მონაწილე თითოეულ სტუდენტს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა "ქართული ოცნების" მიერ ახლახან მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც კრძალავს დახურულ სივრცეში არასანქცირებული პროტესტის გამართვას.
თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რადიო თავისუფლების კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს.
ფორუმი