Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ისრაელს ბრალს დებს პალესტინელთა წინააღმდეგ სექსუალური და ძალადობის სხვა ფორმების გამოყენებაში


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მორიგი სხდომა ჟენევაში. 2024 წლის სექტემბერი (არქივი)
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მორიგი სხდომა ჟენევაში. 2024 წლის სექტემბერი (არქივი)

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო კომისიამ, ჟენევაში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ისრაელს ბრალად დებს, რომ პალესტინელთა წინააღმდეგ სექსუალური და ძალადობის სხვა ფორმებს მიმართავდა.

კომისიის ანგარიშში წერია, რომ ისრაელი ღაზის სექტორში ომის დროს მიმართავდა “სექსუალური, რეპროდუქციული და გენდერული საფუძვლის ძალადობას”.

ანგარიშის თანახმად, პალესტინელებს აიძულებდნენ საჯაროდ გაშიშვლებას: ეს ნაწილობრივ ხდებოდა სამხედრო და სამოქალაქო მეთაურების ბრძანებით ან თანხმობით.

კომისიის თავმჯდომარე ნავი პილაი ლაპარაკობს ჩაგვრის სისტემაზე, რათა კიდევ უფრო დასამარდეს პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლება.

ჟენევაში ისრაელის ელჩმა ბრალდება უარყო. მისი თქმით, კომისია მიკერძოებულია და ისრაელს განზრახ უყენებს უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე კონფლიქტის სხვა მონაწილეებს.

ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ გაეროს ფაქტების დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია 2021 წლიდან მოქმედებს.

ამ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე მისი წევრები ესაუბრნენ მსხვერპლსა და თვითმხილველებს. ისრაელის წარმომადგენლებს რეაგირება კომისიის შეკითხვაზე არ ჰქონიათ. კომისიის ანგარიში შეიცავს ასევე ფოტო_ და ვიდეო-მასალის ანალიზს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG