Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსული დრონებით შეტევას


დრონებით მასირებულ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 აპრილს რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევაც მიიტანეს.
დრონებით მასირებულ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 აპრილს რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევაც მიიტანეს.

სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნეპრზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად. ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე დრონებით იერიში 16 აპრილს, ღამით მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია ათზე მეტი სახლი, სასწავლო დაწესებულება, სტუდენტების საერთო საცხოვრებელი და საწარმო.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაზიანებულია ფოსტის და სასტუმრო „ასტორიის“ ისტორიული შენობებიც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG