Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართული თაფლის ჩინეთში გაყიდვა შესაძლებელი ხდება


საილუსტრაციო ფოტო: თაფლი
საილუსტრაციო ფოტო: თაფლი

ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეცხრე სხდომაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქართული თაფლის ჩინეთში ექსპორტი.

პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფრინველის ხორცის შეტანის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.

„ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. შეთანხმებას ხელი 2023 წლის ივლისში მოეწერა.
  • ამავე პარტიის მმართველობის დროს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა - ეს გადაწყვეტილება (2024 წლის 30 ნოემბერი) დროში დაემთხვა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მონაწილეებსაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციებზე იძალადეს ჟურნალისტებზეც - ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დაკავებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG