ხერსონის გუბერნატორის ცნობით, დრონებით შეტევა რუსეთის მხრიდან საღამოს 18:00 საათზე დაიწყო; ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეში, ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც.
„სამწუხაროდ, სიმშვიდეს ვერ ვხედავთ. იერიშები გრძელდება და მშვიდობიანი მცხოვრებლები თავდასხმის ქვეშ არიან. ეს კი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს ჩვენი თავების დაყენებას საფრთხის წინაშე. ფხიზლად ვიყოთ“, - წერს პროკუდინი ტელეგრამზე.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“, - თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
თუმცა პუტინის განცხადებას მალევე მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინაში საჰაერო განგაში იყო და რომ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი იყო “შაჰიდები” უკრაინის ცაში".
ფორუმი