Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა


ფერიდუნ სინირლიოღლუ
ფერიდუნ სინირლიოღლუ

ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ვიზიტი დღეს, 22 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.

„დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

„როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!“

წერილში, რომელიც ჯო უილსონმა თავის პოსტს დაურთო, აღნიშნავდა, რომ ამ ეტაპზე ეს ვიზიტი ნაკლებად პრიორიტეტულია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში მეტი ყურადღება სჭირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ მაღალი დონის შეხვედრები მმართველ პარტიასთან („ქართული ოცნება“) შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც მთავრობის მოქმედებების ლეგიტიმაცია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG