Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენში დაკარგული 15 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს


ადიგენში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ადიგენში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

15 წლის ბიჭი, რომელსაც ადიგენში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში დაუდასტურეს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ოჯახზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მოსახლეობა პოლიციასთან ერთად მას 21 აპრილიდან ეძებდა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG