Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოს ევაკუაცია გამოცხადდა


საილუსტრაციო ფოტო: კურსკის ოლქი
საილუსტრაციო ფოტო: კურსკის ოლქი

სასაზღვრო კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა „გართულებული მდგომარეობის“ გამო, განაცხადა დასახლების ხელმძღვანელმა ვასილი ხუდიაკოვმა.

მისი სიტყვებით, ევაკუაციას წარუძღვება რუსეთის თავდაცვის ქვედანაყოფი „ბარსი“.

მოგვიანებით ჩინოვნიკმა სოციალურ ქველში გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ იძულებით ევაკუაციაზე საუბარი არ არის და მოქალაქეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მან ადგილობრივებს კურსკის ოლქის უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა ურჩია.

სოფელი გლუშკოვო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, გლუშკოვოს მცხოვრებლები მანამდე, გასული წლის 2024 წლის აგვისტოში უკრაინის სამხედრო ძალების შეტევისას ერთხელ უკვე იყვნენ ევაკუირებული.

ახლა გლუშკოვოს რაიონში ევაკუაცია ცხადდება რუსი „ომის კორესპონდენტების“ მიერ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG