Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი დაიღუპა კიევზე დრონებით შეტევის შედეგად


კიევი 7 მაისი, 2025 წელი
კიევი 7 მაისი, 2025 წელი

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონებით იერიშის შედეგად. მისი სიტყვებით, მსხვერპლი გამოიწვია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენამ.

კლიჩკოს თანახმად, დაშავებულია რვა ადამიანი, რომელთაგან ოთხი - ერთ ქალი და სამი ბავშვი ჰოსპიტალიზებულია.

ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი იტყობინება ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანის შესახებ.

თავის მხრივ, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ჩამოგდებული უკრაინული დრონების შესახებ იუწყება. სამშაბათს, საღამოდან მოყოლებული ოთხშაბათ დილის მდგომარეობით, სობიანინი 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როსავიაციამ ჯერ გაავრცელა ცნობა ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტების გახსნის და რამდენიმე წუთში კი კაზანისა და შერემეტევოს აეროპორტების დახურვის შესახებ.

დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობებს ავრცელებენ რუსეთის ტულისა და სარანსკის ოლქების ხელმძღვანელები. დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG