Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ადამიანი დაიღუპა უკრაინის სუმის ოლქში ავტობუსზე დრონით დარტყმის შედეგად


სუმის ოლქის ბელოპოლიეს რაიონში ავტობუსზე დრონით დარტყმა 17 მაისს განხორციელდა
სუმის ოლქის ბელოპოლიეს რაიონში ავტობუსზე დრონით დარტყმა 17 მაისს განხორციელდა

უკრაინის სუმის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა რუსული დრონით შეტევას.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ დღეს, 17 მაისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.

პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა 9 და დაიჭრა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსზე დარტყმა იყო „ლანცეტის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG